მეგან მარკლი 4 აგვისტოს იუბილარი გახლდათ და ბუნებრივია მან გულშემატკივრებისგან უამრავი მისალოცი ბარათიც მიიღო. როგორც ჩანს, უცნობი ადამიანებისგან მიღებულმა კეთილმა სურვილებმა ჰერცოგინია ძალიან გაახარა.
ჰერცოგინიამ გადაწყვიტა ფანები უყურადღებოდ არ დაეტოვებინა და ცოტა ხნის წინ, თითოეულ მათგანს სამადლობელი ბარათი გაუგზავნა.
ბარათზე მეგანის ირლანდიაში ვიზიტის დროს გადაღებული კადრია გამოსახული, რომელშიც ის გულთბილად ესაუბრება გარშემომყოფებს.
აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახმა ახალ რძალს დაბადების დღე საჯაროდაც მიულოცა და ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ გვერდზე მეგანისა და დედოფლის ფოტო განთავსდა წარწერით „დაბადების დღეს ვულოცავთ მის უდიდებულესობა სასექსის ჰერცოგინიას“.
მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელებში მიღებულ მილოცვებსაც გამოეხმაურნენ, „ყველას დიდ მადლობას გიხდით უსაყვარლესი შეტყობინენენისთვის, რომლებიც სასექსის ჰერცოგინიის დაბადების დღეზე მივიღეთ“ - დაწერეს მათ.