ბექჰემების ოჯახში მატებაა, ვიქტორიამ და მისმა სამმა ბიჭმა - ბრუქლინმა, კრუზმა და რომეომ ოჯახის ახალი წევრის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერეს. ოთხფეხა ცხოველი, რომელმაც მათი სიყვარული უკვე დაიმსახურა ინგლისური კოკერ სპანიელია.
ბრუქლინმა ძაღლთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი კადრიც გამოაქვეყნა.
„გაიხანით ჩემი პატარა - ფიგ ბექჰემი“ - დაურთო მან ფოტოს. ვიქტორიამ კი იხუმრა რომ შვილის ცხოვრებაში ახალი ქალბატონი გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ბექჰემებს კიდევ ერთი კოკერ სპანიელი - ოლივი უკვე ჰყავდათ და ის ოჯახის წევრი 2015 წელს გახდა.
ბოლო დროს ძაღლმა ოჯახთან ერთად Vogue-ის გადაღებებშიც იპოზიორა.
ერთ-ერთმა გამომწერმა იხუმრა კიდევაც „ ბრუქლინ, არ დაანახო ოლივს როგორც უყურებ ახალ პატარას“.