დედოფალი ელიზაბეტი მზრუნველი დედა, ბებია, დიდი ბებია და მეუღლეა, რომელიც ამავდროულად ბრიტანეთის მონარქის სტატუსსაც დამსახურებულად ატარებს, შესაბამისად, მას უამრავი სტატუსი აქვს და ამავდროულად ზედმეტსახელებსაც ირგებს, რომელბიც რა თმა უნდა ოჯახის წევრებმა შეარქვეს მას.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ პატარა ჯორჯი დიდ ბებიას გენ-გენს ეძახის, თუმცა არანაკლებ საყვარელია ზედმეტსახელი, რომლითაც მას მეუღლე - პრინცი ფილიპი მიმართავს.
92 წლის ელიზაბეტს მეუღლე, რომელთანაც ის სამოცდაათი წელზე მეტია, რაც ქორწინებაშია, კომბოსტოთი (cabbage) მიმართავს.
ზედმეტსაცელის შთაგონების წყარო ფრანგული რომანტიკული ფრაზა „mon petit chou” გამხდარა, რომლის ზუსტი თარგმანიც „ჩემი პატარა კომბოსტოა“.
აღსანიშნავია, რომ ამგვარ მიმართვას ხშირად იყენებენ წყვილები, რომლებსაც ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულების გამოხატვა სურთ.