Ocean's 8 წლის საუკეთესო კინომოვლენაა, რომელიც გამოსვლისთანავე მალევე აღმოჩნდა კინომანებისთვის აუცილებლად სანახავი ფილმების სიაში. კინოსურათი დაძაბული და საინტერესო სიუჟეტის გარდა, უამრავი ცნობილი ვარსკვლავის გამოც იქცევს საზოგადოების ყურადღებას, მასში მონაწილეობენ ჰოლივუდის ისეთი პოპულარული ქალბატონები როგორებიც არიან - სანდრა ბალოკი, ქეით ბლანშეტი, კიმ კარდაშიანი, რიანა, ენ ჰეთევეი, ჰეილი ბოლდუინი, ანა ვინტური და უამრავი სხვა. ინტერნეტსივრცეში ფილმის გადაღებიდან რამდენიმე აქამდე უცნობი კადრი გავრცელდა, გადავხედოთ მათ.