როგორც ყველა მშობელი, კემბრიჯის ჰერცოგინიაც განსაკუთრებულად ემზადებ ახალი სასწავლო წლისთვის, ქეითმა პირველი სასწავლო წლისთვის ბავშვების სამოსის შერჩევა უკვე დაიწყო.
წყაროდან ირკვევა, რომ ქეითმა პიტერ ჯონსის მაღაზიას მიაკითხა, რომელიც ლონდონში მდებარეობს.
ჰერცოგინიას თან პატარებიც ახლდა და როგორც გაირკვა მცირე შეცდომა, უამრავი მშობელივით ქეითმაც დაუშვა შოპინგის დროს.
პატარა ჯორჯსა და შარლოტას საყიდლებზე სანდლები ეცვათ მხოლოდ, ამიტომ ახალი ფეხსაცმლის შერჩევისას მათ მაღაზიის დახმარება დასჭირდათ.
ქეითმა ადმინისტრაციას სთხოვა პატარებისთვის წინდები მოეტანათ, რათა შესძლებოდათ ახალი ფეხსაცმლის კარგად მორგება.