მოიარე და დატკბი საქართველოს სილამაზით!
ორი წელია ვმონაწილეობ პროექტში „მოიარე საქართველო“, რომელიც სოციალურ ქსელებში დიდი წარმატებით სარგებლობს და უზარმაზარ ინტერესს იმსახურებს.
OK!-ის აგვისტოს ნომრის რედაქტორის სვეტში გადავწყვიტე რამდენიმე ფოტო გაგიზიაროთ, რომელიც ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გადაიღო. ამ ფოტოებზე, ალბათ, იმის მეათასედიც არ არის, რაც შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში ვნახოთ და ვიგრძნოთ, თუ რა საოცარი ცივილიზაციის ნაწილი ვართ, თუ რამდენად დიდია ჩვენი კულტურა და რამდენად უკიდეგანო იყო იმ არქიტექტორთა ფანტაზია და განათლება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, უძველესი დროიდან მოყოლებული, ქმნიდნენ სრულიად განსხვავებული სტილის ძეგლებს.
ჩვენი აგვისტოს ნომერი კი, როგორც ყოველთვის, დატვირთულია უამრავი საინტერესო ინფორმაციით.
ისევ და ისევ შეხვდებით ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ქმნიან დღევანდელ საქართველოს!
ნინო ჯიბლაძე
მთავარი რედაქტორი
ნინჩოს არჩევანი