13 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უინძორის სასახლეში დედოფალ ელიზაბეტს შეხვდნენ. როგორც ბოლო დროს გაირკვა, შეხვედრაზე დონალდმა კიდევ ერთი უხერხული მომენტით დაგვამახსოვრა თავი.
სასახლის ინსაიდერების ცნობით, პრეზიდენტმა მნიშვნელოვან შეხვედრაზე დააგვიანა.
თუმცა პრეზიდენტმა ფაქტი უარყო და წყარო არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„დედოფალმა, რომელიც არაჩვეულებრივია, სასახლეში ჩაიზე დამპატიჟა და როგორც კი აეროპორტში დავეშვი, თავად მითხრეს რომ დაცვას დავლოდებოდი. მე 15 წუთით ადრე მივედი და მოგვიწია დედოფალს დავლოდებოდით, ის დედოფალია, ხომ? შესაბამისად, ეს ნორმალურიცაა“ - უარყო ბრალდება დონალდმა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრიდან გავრცელდა კადრებიც, რომელზეც მელანია და დონალდ ტრამპები დედოფალს ყოველგვარი პატივისცემის გარეშე, ჩვეულებისამებრ, ესალმებიან, რაც სამეფოს პროტოკოლის კიდევ ერთი დარღვევად შეირაცხა.