ცნობილი ინგლისელი მოდელი - როზი ჰანთინგტონ უაიტლი კამერების წინ ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და არაჩვეულებრივი მაკიაჟითა თუ მოხდენილი სამოსით გვამახსოვრებს ხოლმე თავს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, 31 წლის მოდელმა გადაწყვიტა ამჯერად ბუნებრიობისთვის მიემართა.
მან საკუთარ ინსტაგრამზე 8 მილიონ გამომწერს ფოტო გაუზიარა, რომელზეც ის სრულიად უმაკიაჟოა, თუმცა ეს მის სილამაზეს ნაკლს არ ჰმატებს და პირიქით, ზოგიერთმა გამომწერმა მას ურჩია ამ ფორმით უფრო ხშირად გამოჩნდეს საზოგადოებაში.
მოდელი 9 ივლისს მაკიაჟის გარეშე ქუჩაშიც დააფიქსირეს, თუმცა მზის სათვალე მის აღქმას გაცილებით ართულებდა.
შეგახსენებთ, რომ როზი ცნობილი მსახიობის - ჯეისონ სტეტჰემის მეუღლეა და წყვილს ცოტა ხნის წინ ეყოლა პატარა, რომელიც მოდელის ფოტოებში აქტიურად ფიგურირებს.
ცოტა ხნის წინ როზიმ მეუღლისა და პატარის ფოტოც ატვირთა და ტექსტიც დაურთო, „საერთოდ როგორ შეიძლება ორი ადამიანი ასე ძალიან გიყვარდეს? .. სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ მიყვარხართ, შენი დანახვა მამის როლში ცხოვრების თითოეულ მომენტში გულს მითბობს“ - დაწერა მან.