ამ წელს ჯგუფ Spice Girls-ს 20 წელი უსრულდება, ამიტომაც ბოლო თვეების განმავლობაში პრესაში მათ მოსალოდნელ გაერთიანებაზე საუბრობდნენ. თუმცა, ერთ-ერთი მონწილე, ვიქტორია ბექჰემი ამბობდა, რომ ამ იდეას არც ისე წარმატებულად თვლიდა. მაგრამ, უკანასკნელ დღეებში დასტურდება ინფორმაცია, რომ დიზაინერმა აზრი შეიცვალა და ჯგუფის აღდგენას დაეთანხმა.
როგორც ბექჰემი ამბობს, ამ ნაბიჯისკენ მას #MeToo-მ და Time’s Up-ის აქციამ უბიძგა: "ისინი გვაჩვენებენ, თუ როგორი ძლიერი იქნება შედეგი, როცა ქალები ერთად მუშაობენ. ეს ძალიან შთამაგონებელია. ჩემი კარიერა ყოველთვის ქალთა უფლებების დაცვისკენ იყო მიმართული და ამ მოძრაობამ უფრო მობილიზებული გამხადა."-აცხადებს ვიქტორია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი პირველად მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილში გამოვა. ასევე ჯგუფი მთავარი ჰიტების ალბომად გამოშვებას და რამდენიმე შოუში მონაწილეობას გეგმავს.
ჯგუფის დანარჩენი წევრები: ჯერი ჰოლიუელი, მელანი ბრაუნი, მელანი ჩისჰოლმი და ემა ბანტონი.