კაილი ჯენერმა ინსტაგრამის ისტორიაში რეკორდი დაამყარა: მან სოციალურ ქსელში ახალდაბადებული ქალიშვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა და 1 დღის განმავლობაში 14 მილიონი მოწონება დაიმსახურა, ეს რიცხვი კი უფრო და უფრო იზრდება და 15 მილიონს უახლოვდება. ფოტოზე ჩვილი დედის ხელს ეჭიდება.
კარდაშიანების უმცროსმა დამ პირველ შვილს Stormi დაარქვა.
აქამდე, ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარული ფოტოები ბიონსეს და კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდათ: პირველმა საზოგადოებას მეორე ორსულობა ამცნო და 11.2 მილიონი მოწონება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სამყაროს შვილის ფოტო გაუზიარა და 11.3 მილიონ მოწონებაზე ავიდა.
20 წლის კაილი ჯენერი დედა 1 თებერვალს გახდა. მას ქალიშვილი 25 წლის შეყვარებულისგან, ტრევის სკოტისგან ეყოლა. ორსულობის პერიოდში ვარსკვლავი არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას არ დასწრებია და პაპარაცებსაც კი ემალებოდა. შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს ამ მნიშვნელოვანი როლისთვის მოსამზადებლად სჭირდებოდა.