ამ შემოდგომაზე ჯასტინ ბიბერმა და სელენა გომესმა 4 წლის შემდეგ ურთიერთობა განაახლეს. მუსიკოსები საკუთარ გრძნობებზე ჯერჯერობით კონკრეტულს არაფერს ამბობენ, თუმცა განცხადების გაკეთებისგან ჯასტინ ბიბერის დედამ, პეტი მალეტმა, თავი არ შეიკავა.
"მათი ურთიერთობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, რადგანაც ჩემი შვილი საკუთარი გრძნობების შესახებ იშვიათად საუბრობს, მაგრამ მე სელენა ძალიან მიყვარს. ჯასტინს ყველაფერში მხარს ვუჭერ და თუ სელენა უყვარს, მას მეც დიდი სიყვარულით მივიღებ. გომესი ადრე გავიცანი და მაშინვე ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ის მშვენიერი გოგონაა."-განუცხადა პეტიმ ჟურნალს People.
"ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი თავის მეორე ნახევარს ხვდება, მაშინ მიწაზე მყარად დგას. ჰოლივუდში უამრავი საცდური და ნამდვილი ქაოსია. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იპოვნო გულწრფელი დამოკიდებულების ადამიანი, რომელიც შენზე იზრუნებს და მხარს დაგიჭერს." -დაამატა ჯასტინის დედამ.
ჯასტინმა თავის მხრივ დედას საჯარო მადლობა გადაუხადა. მან ინსტაგრამზე საერთო ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "დედა მიყვარხარ! ვამაყობ შენით და აღტაცებაში მოვყავარ იმას, თუ რამხელა გული გაქვს. ყოველთვის შთამაგონებ, რომ უკეთესი გავხდე."
სელენა გომესმა და ჯასტინ ბიბერმა შეხვედრა 2011 წელს დაიწყეს. 2013 წელს კი მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს. წელს, სელენა The Weeknd-ს დაშორდა და ურთიერთობა მაშინვე, ყოფილ შეყვარებულთან განაახლა.