მაია ასათიანი კრიტიკას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც თოქ-შოუ ,,პროფილის“ ახალი ანონსი გავრცელდა, ჟურნალისტს თამამი ჩაცმულობის გამო სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებდნენ.
წამყვანი მათ საპასუხოდ ,,პროფილის“ გვერდზე, სტატუსს აქვეყნებს:
,,ეს კაბა ეთერში მაცვია მესამედ! პირველად -ნუცას გარდაცალების შემდეგ! მაცადეთ ცხოვრება! გიჟივით ქუჩაში რომ დავრბოდე და ვკიოდე,ხომ ვიქნებოდი თქვენთვის მისაღები?თავს გადააქნევდით სევდიანი სახეებით და საწყალი გაგიჟდაო იტყოდით. მაცადეთ სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ რომ ცოცხალი ვარ ! დავიღალე თქვენთან ბრძოლით! "-მაია ასათიანი